Saturday, October 18, 2014

მე-5 დღის რეფლექსია .შევისწავლე პრეზენტაციის  შექმნა, შევქმენი გეგმის შაბლონი.გეგმის შაბლონში შევიტანე მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

Wednesday, October 15, 2014

მე-4 დღის რეფლექსია

გავეცანი ინტელის ძირითად კურს. შევქმენი ელექტრონული პორტფოლიო. გავაკეთე ბროშურა.სტანდარტები  და მიზნები  შევიმუშავეთ პროექტისათვის. გავეცანი მიმართულების მიმცემ საკვანძო  კითხვებს და შეფასების  ეფექტურ  სტრატეგიებს.

Friday, June 7, 2013

შესყიდვის საუკეთესო ვარიანტის შერჩევა

პროექტის სახელწოდება: ’’შესყიდვის საუკეთესო ვარიანტის შერჩევა’’
პროექტის იდეა:  პრაქტიკული ამოცანების ამოხსნისას  ყველაზე უკეთესი ვარიანტის  არჩევა
პროექტის  მიზანი: პრაქტიკული ამოცანების ამოხსნისას მათემატიკური მოდელის ჩვევების დაუფლება.
მონაწილეთა ასაკი: 15_16 წელი
ხანგრძლივობა: 15 დღე
მოსალოდნელი შედეგი: ფუნქციური დამოკიდებულების გეომეტრიული გამოსახვის საშუალებით მოსწავლეები აკეთებენ დასკვნებს.
პროექტისათვის საჭირო რესურსი: სასკოლო სახელმძღვანელო
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
 მათ. X.9 გეომეტრია და სივრცის აღქმა. ფლობს და იყენებს გეომეტრიულ ფიგურათა წარმოდგენისა და დებულებათა ფორმულირების ხერხებს.
პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): მარინა სივსივე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტაsivsive@gmail.com
განიხილავენ შემდეგ ამოცანას: წიგნის მაღაზია მყიდველს მომსახურების სამ ფორმას სთავაზობს: 1. წინასწარ 60 ლარის გადამხდელი ყოველ წიგნს 3 ლარად ყიდულობს.
2. წინასწარ 30 ლარის გადამხდელი ყოველ წიგნს 10 ლარად ყიდულობს
3. წინასწარ გადახდის გარეშე ყოველი წიგნი 20 ლარი ღირს
წიგნების ოდენობის მიხედვით რომელი ფორმაა უფრო ხელსაყრელი?
ადგენენ შემდეგ ფუნქციებს:1. y=60 +3x  2.y=30+10x    3. Y=20x

აგებენ სამივე შემთხვევისთვის წრფივი ფუნქციის გრაფიკს ერთსა და იმავე მართკუთხა კოორდინატთა სისტემაში. ნახაზიდან ჩანს ,რომ თუ შეისყიდიან 10-ზე მეტ წიგნს შესყიდვის „1’’ ფორმაა ყოველთვის ხელსაყრელი.